თბილისი, 18 მარტი – Sputnik. თურქეთის დროშით მცურავი გემის კაპიტანი დელფინის მოკვლისთვის 40 900 ლარით დააჯარიმეს, ნათქვამია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის განცხადებაში.
დელფინებს საქართველოს შავი ზღვის სანაპირო მოსწონთ >>
მოკლული ცხოველი ბათუმის სანაპიროზე 10 მარტს იპოვეს. შესაბამისი სამსახურების თანამშრომლებმა დაადგინეს სამართალდამრღვევის ვინაობა, რომელმაც ჩადენილი დანაშაული აღიარა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჩადენილი დანაშაულისთვის სამართალდამრღვევს 40 900 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა.
თურქული გემი საქართველოს საზღვაო წყლებს ჯარიმის გადახდის შემდეგ დატოვებს.
აჭარის სანაპიროზე სამი სახეობის დელფინი ბინადრობს — ყველაზე მსხვილია აფალინა, შემდეგ მოდის თეთრგვერდა - საშუალო ზომის დელფინი და ზღვის ღორი.