თბილისში შშმ ბავშვების მშობლებისთვის საინფორმაციო ცენტრი ამუშავდა

მშობლები შეძლებენ არა მხოლოდ ამომწურავი ინფორმაციის, არამედ ფსიქოლოგიური მხარდაჭერის მიღებასაც.
Sputnik

თბილისი, 18 მარტი — Sputnik. თბილისში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) ბავშვების მშობლებისთვის პირველი საინფორმაციო ცენტრი გაიხსნა.

თბილისში დაიწყო დაუნის სინდრომის მქონე ადამიანის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული. ამ დღეს მსოფლიოში 21 მარტს აღნიშნავენ. კვირეულის ფარგლებში, რომლის დროსაც გახდა ცნობილი ახალი ცენტრის შექმნის შესახებ, სხვადასხვა ღონისძიება ჩატარდება.

შშმ ბავშვების მშობლების ცენტრი – ესაა ადგილი, სადაც მიიღებენ არა მხოლოდ საჭირო ინფორმაციას, არამედ ფსიქოლოგიურ მხარდაჭერასაც. მუშაობს ცხელი ხაზი - +995 551 46 15 55.

იშვიათი დაავადებები: როგორ ებრძვიან მათ საქართველოში

საინფორმაციო ცენტრის გახსნის იდეა საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციას ეკუთვნის, რომელსაც აფინანსებს ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო".

დაუნის სინდრომი პირველად 1866 წელს ბრიტანელმა ექიმმა ჯონ ლენგდონ დაუნმა აღწერა. თითქმის 100 წლის შემდეგ, 1959 წელს ფრანგმა მეცნიერმა ჟერომ ლეჟენმა ამ სინდრომის გენეტიკური წარმომავლობა დაასაბუთა.

დაუნის სინდრომი დაავადებაა, რომელიც გენეტიკური ანომალიის შედეგად წარმოიშობა. ამ დროს ადამიანის ორგანიზმში დამატებითი ქრომოსომა ჩნდება. შედეგად ქრომოსომების საერთო რაოდენობა 47 ხდება, როდესაც ნორმა 46-ია. ამ გენეტიკური ანომალიის გამოჩენა განაპირობებს რიგ განსაკუთრებულობებს.

„აზდაკის ბაღი“ - მსოფლიოში პირველი ადაპტირებული თეატრი საქართველოში აშენდება>>

მსოფლიო დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა საერთაშორისო დღეს 21 მარტს აღნიშნავს.

ამ მოვლენის აღსანიშნავად დღე და თვე შემთხვევით არ აურჩევიათ — ეს თარიღი სიმბოლურად ასახავს პათოლოგიის აღმოცენების ბუნებას. 21 მარტი იმიტომ შეირჩა, რომ დაუნის სინდრომი წარმოადგენს ტრისომიას (მარტი წლის მესამე თვეა) და სინდრომის შემთხვევაში ტრისომია ეხება 21-ე წყვილ ქრომოსომას (21 რიცხვი).