საბერძნეთში სამართალდამცველებმა კრიმინალური დაჯგუფების ქართველი ხელმძღვანელი დააკავეს

ბერძნული მედია მამაკაცს „კანონიერ ქურდად“ მოიხსენიებს
Sputnik

თბილისი, 17 მარტი - Sputnik. საბერძნეთის პოლიციამ კრიმინალური დაჯგუფების ლიდერი საქართველოს მოქალაქე დააკავა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ევროპაში ერთი წლის განმავლობაში საქართველოს ათეულობით მოქალაქე დააკავეს

„კანონიერ ქურდად“ მოხსენიებული 38 წლის მამაკაცი ატიკას რეგიონში დანაშაულებრივ ჯგუფს ხელმძღვანელობდა. დამნაშავეები ბინებს ატიკას რეგიონის სხვადასხვა ქალაქში და მათ შორის ათენშიც ძარცვამდნენ.

სპეცოპერაციის დროს სულ დაკავებულია ოთხი უცხოელი. მათ შორის სამი მამაკაცი და ერთი ქალი. ნივთმტკიცებად ამოღებულია მოპარული ნივთები, ასევე იარაღი, ჯავშანჟილეტები, ნიღბები, რომლებსაც ბოროტმოქმედები ქურდობის დროს იყენებდნენ. დაკავებულები ბინებს ორი წლის განმავლობაში ძარცვავდნენ და 200 ათასი ევროს ღირებულების ნივთები მოიპარეს.

დაკავებულის ვინაობა ჯერჯერობით არ საჯაროვდება.