საქართველომ რუსეთში ძიუდოს ტურნირზე პირველი მედალი მოიპოვა

ქართველმა ძიუდოისტმა ბაგრატ ნინიაშვილმა ეკატერინბურგში რუს ისა ისაევთან წააგო
Sputnik

თბილისი, 16 მარტი — Sputnik. ქართველმა ძიუდოისტმა ბაგრატ ნინიაშვილმა „დიდი სლემის“ სერიის ტურნირზე ეკატერინბურგში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ქართველმა ძიუდოისტმა ქალებმა პრაღაში ტურნირზე სამი მედალი მოიპოვეს >>

66 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში გამართულ შეჯიბრებაში ნინიაშვილს ტურნირში გამარჯვების შანსები ჰქონდა, თუმცა ნახევარფინალში მან რუსეთის წარმომადგენელ ისა ისაევთან წააგო. შესაბამისად ქართველი ძიუდოისტი ბრინჯაოს დასჯერდა. მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ნინიაშვილმა იაპონელ ტარა ფუჯისაკას სძლია.

20 წლის ნინიაშვილისთვის ეს მედალი „დიდი სლემის“ სერიის ტურნირებზე პირველი გახდა.

ტურნირის მეორე დღეს მედლებისთვის იბრძოლებს ორი ქართველი ძიუდოისტი - ლუკა მაისურაძე და ტატო გრიგალაშვილი (ორივე 81 კგ-მდე წონით კატეგორიაში).

„დიდი სლემი“ ეკატერინბურგში კვირას 17 მარტს დასრულდება.