ნინოწმინდაში ორი ადამიანის  მკვლელობისთვის დაკავებულს 17 წლით პატიმრობა მიესაჯა

დაკავებულმა საკუთარ სახლში დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა თავის ორ სტუმარს, რის შედეგადაც აღნიშნული პირები მიღებული ჭრილობების შედეგად ადგილზე დაიღუპნენ.
Sputnik

თბილისი, 16 მარტი — Sputnik. ახალციხის რაიონულმა სასამართლომ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობისთვის ბრალდებული გ.მ. დამნაშავედ ცნო და 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ხაშურში მკვლელობის მცდელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს - დაკავებულია 1 პირი

ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ გასული წლის 10 აგვისტოს სოფელ სათხის მცხოვრებმა გ.მ.-მ საკუთარ სახლში დაპატიჟა თანასოფლელები ე.ც. და ა.პ. ასევე მოგვიანებით სუფრაზე მიიწვიეს ე.ც.-ს ორი ნაცნობი პირი თბილისიდან: 44 წლის პ.მ. და 35 წლის ს.პ. რამდენიმე საათში სახლის მასპინძელსა და პ.მ.-ს შორის მოხდა შელაპარაკება, რომელიც გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში. გ.მ.-მ დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა პ.მ-ს და ს.პ.-ს, აღნიშნული პირები მიღებული ჭრილობების შედეგად ადგილზე დაიღუპნენ.

პოლიციის თანამშრომლებმა გ.მ. მკვლელობიდან რამდენიმე საათში ცხელ კვალზე დააკავეს.

ახალციხის რაიონულმა  სასამართლომ გ.მ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად  17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.