სომხეთი ქართულ-სომხური ფულადი ფონდის შექმნის წინადადებით გამოდის

ექსპერტებმა საქართველოდან და სომხეთიდან ერევანში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი შეაჯამეს და საინტერესო წინადადება წამოაყენეს.
Sputnik

თბილისი, 15 მარტი — Sputnik. „ადამიანის განვითარების საერთაშორისო ცენტრის“ თავმჯდომარემ ტევან პოღოსიანმა Sputnik-ის მულტიმედიურ პრეს-ცენტრში გამართული ვიდეოხიდის თბილისი-ერევანი მსვლელობისას წამოაყენა იდეა, რომ შეიქმნას ქართულ-სომხური ფონდი, რომელიც სხვადასხვა პროექტს განახორციელებს.

„ერთად გაცილებით მეტი შეგვიძლია“ - რა გზავნილები მიაწოდა ზურაბიშვილმა სომხეთს

ვიდეოხიდი საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის სომხეთში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის შედეგებს მიეძღვნა. ზურაბიშვილმა ერევანში შეხვედრები გამართა სომხეთის ხელმძღვანელობის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან, მათ შორის სომხეთის პრეზიდენტ არმენ სარქისიანთან, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან, ასევე სომხეთის კათოლიკოს გარეგინ მეორესთან.

„ჩვენ (სომხეთი და საქართველო) ხანდახან სხვადასხვა დონორზე ვართ დამოკიდებული. მოვა ვინმე დონორი გარედან, გააკეთებს რეგიონულ პროექტს და ჩვენ სადღაც შევხვდებით ერთმანეთს. იმედი მაქვს, რომ გვექნება პროექტები პრაქტიკულ დონეზე. და რატომ არ უნდა შევქმნათ რამე სახის ერთობლივი სომხურ-ქართული ფონდი, რომელიც ჩვენსავე პროექტებს დაეხმარება? ამ ფონდს უხელმძღვანელებენ თბილისიდანაც და ერევნიდანაც - ქართველები და სომხები, და არავინ სხვა არ მოვა ჩვენთან სალაპარაკოდ. რეალურად უნდა გავაკეთოთ ის, რაც გვჭირდება, რაც საინტერესოა", – განაცხადა პოღოსიანმა.

სომხეთი ქართულ-სომხური ფულადი ფონდის შექმნის წინადადებით გამოდის

ვიდეოხიდში, პოღოსიანის გარდა, მონაწილეობდნენ - ერევნიდან ექსპერტი ქართულ-სომხური ურთიერთობების საკითხებში ჯონი მელიქიანი, თბილისიდან - სომხეთში საქართველოს პირველი ელჩი, სამცხე-ჯავახეთის ექს-გუბერნატორი გიგლა ბარამიძე.

სომხეთი ქართულ-სომხური ფულადი ფონდის შექმნის წინადადებით გამოდის

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და სომხეთს შორის 1992 წლის 17 ივლისს დამყარდა. იმ დროიდან ქვეყნები სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობენ. ყველაზე ინტენსიურია თანამშრომლობა ვაჭრობის სფეროში. ქვეყნებს შორის მოქმედებს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი, სომხეთი საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ათეულში შედის.