ახალი ზელანდიის ქალაქ კრაისტჩერჩის ალ-ნურისა და ლინვუდის მეჩეთებში უცნობებმა ცეცხლი გახსნეს. იხილეთ Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში საშინელი ტრაგედიის სურათები
ტრაგედიის თვითმხილველების მტკიცებით, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა სამხედრო ტიპის ქურთუკით, ჩაფხუტითა და სათვალით აღჭურვილმა მამაკაცმა დაიწყო. ამ დროს მეჩეთში დაახლოებით 300 ადამიანი იმყოფებოდა.
ბოლო ინფორმაციით, დაღუპულთა რაოდენობამ ორმოცს გადააჭარბა, დაშავებულია 50 ადამიანი.