Google საქართველოს ტურისტების მოზიდვაში დაეხმარება

საქართველოში ტურისტების მოზიდვა ახალი მარკეტინგული კამპანიით გაგრძელდება, რომელშიც Google ჩაერთვება
Sputnik

თბილისი,  15 მარტი  — Sputnik.  კორპორაცია Google საქართველოს დაეხმარება გააანალიზოს, ქვეყანაში რა ტიპის ტურისტები ჩამოდიან და შეიმუშაოს ტურიზმის შემდგომი განვითარების გეგმა, ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის Facebook–გვერდზე.

თბილისი ჟურნალ SKYLIFE-ის ყურადღების ცენტრში რვაგვერდიანი სტატიით>>>

პარასკევს ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა Google–ის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

„შევთანხმდით თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ. ჩვენ უფრო მეტად მოვახდენთ ბაზრების იდეტიფიცირებას და მიზნობრივი აუდიტორიებისთვის მარკეტინგული არხებით საჭირო შეტყობინების მიწოდებას, რომ ქვეყანამ მაქსიმალურად ბევრი ტურისტის მოზიდვა შეძლოს", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა. 

მტირალას ეროვნული პარკი და ოკაცეს კანიონი – „ევრონიუსის“ ეთერში

შემდგომი თანამშრომლობის შესახებ დეტალების თაობაზე ისაუბრა Google Ukraine–ის  ხელმძღვანელმა დმიტრო შოლომკომ.

 „დღეს ჩვენ ბევრ ახალ იდეაზე ვისაუბრეთ, განვიხილეთ სამომავლო გეგმები, რომელიც ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად უნდა განვახორციელოთ. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მარკეტინგული კამპანიის დროს მომზადდება მონაცემთა ბაზა, ჩატარდება კვლევა და გაანალიზდება თუ რა ტიპის ტურისტები გეგმავენ საქართველოში ჩამოსვლას, რა მიზნით ჩამოდიან ისინი თქვენს ქვეყანაში და რა კონკრეტული სარგებელი დარჩება საქართველოს ეკონომიკას", –  განაცხადა Google Ukraine-ის ხელმძღვანელმა დმიტრო შოლომკომ.

მისი სიტყვებით, მსოფლიოში ბევრი კომპანია ჯერჯერობით  ამას არ აკეთებს. Google პირვეი წელი არაა, რაც საქართველოს მარკეტინგული კამპანიის განხორციელებაში ეხმარება.