გასტროტურიზმი და კულინარიული დიპლომატია - სომხეთი და საქართველო ძალებს აერთიანებენ

სომხეთის და საქართველოს თანამშრომლობის პერსპექტივები გასტროტურიზმის სფეროში განიხილეს ვიდეოხიდის მონაწილეებმა Sputnik-ის თბილისისა და ერევნის მულტიმედიურ პრესცენტრებში
Sputnik

თბილისი, 14 მარტი — Sputnik. რეგიონში გასტროტურიზმის განვითარება და კულინარიული დიპლომატიის ჩამოყალიბება სომხეთისა და საქართველოს ეროვნული ტრადიციული სამზარეულოების საუკეთესო ნიმუშების პოპულარიზაციის გზით არის შესაძლებელი, მიაჩნიათ ერევანში.

სომხური და ქართული კერძების ფესტივალი სომხეთში 2019 წელს გაიმართება

საქმე ისაა, რომ სომხეთის დედაქალაქში დაიბადა იდეა დაწესდეს სომხური და ქართული კერძების ფესტივალი, რომელიც სომხეთში 2019 წლის ოქტომბერში გაიმართება. იდეის ავტორია სომხური კულინარიული ტრადიციების შენარჩუნებისა და განვითარების საზოგადოებრივი ორგანიზაცია. იგეგმება, რომ ფესტივალის შეჯიბრების ნაწილში საქართველოს და სომხეთს წარმოადგენს გუნდები, რომლებიც დაკომპლექტებული იქნება როგორც პროფესიული კულინარებით და შეფ-მზარეულებით, ისე სტუდენტებით, რომლებიც კულინარიას ეუფლებიან.

საქართველოს სახელით სომხეთში ქართულ სამზარეულოს პოპულარიზაციას გაუწევენ საქართველოს კულინარიის ფედერაციის და პროფესიული კოლეჯ Icarus-ის წარმომადგენლები, სადაც ახალგაზრდები კულინარის, კონდიტერის და სომელიეს სპეციალობებს ეუფლებიან.

გასტროტურიზმი და კულინარიული დიპლომატია - სომხეთი და საქართველო ძალებს აერთიანებენ

საქართველოს კულინარიის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ მანუელ ფაუნდეზ ბარანდას თქმით, ფესტივალი მნიშვნელოვანია თავისი საგანმანათლებლო კომპონენტით.

„გამოცდილების გაზიარება და სტუდენტური გაცვლა, ასევე ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება ძალიან მნიშვნელოვანია. გარწმუნებთ, არსებობს ბევრი საგრანტო პროგრამა, სადაც ერთ-ერთ პირობას სწორედ ორი ან სამი რეგიონული ქვეყნის მონაწილეობა წარმოადგენს. ეს პროგრამები ეხება ტურიზმს, ეთნოგრაფიას, მათ შორის კულინარიას. ეს ერთი ასპექტია. მეორე ასპექტია - გაცვლა პროფესიულ დონეზე, ანუ პედაგოგების გაცვლა“, - აღნიშნა მანუელმა.

გასტროტურიზმი და კულინარიული დიპლომატია - სომხეთი და საქართველო ძალებს აერთიანებენ

იზა ბრეგვაძე, პროფესიული კოლეჯ IKARUS-ის დირექტორის მოადგილე, რომლის სტუდენტები გადიან წარმატებულ პრაქტიკას და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში საქმდებიან, სომეხ და ქართველ სტუდენტებს შორის კონტაქტების დამყარებასა და მჭიდრო დიალოგში დიდ სარგებელს ხედავს.

„ჩვენი კულინარები პრაქტიკას მხოლოდ საქართველოში არ გადიან. ჩვენ გვაქვს გაფორმებული მემორანდუმი გერმანიასთან, ბალტიისპირეთთან. რამდენიმე წელია ჩვენი ფრიადოსნები გადიან პრაქტიკას გერმანიის სხვადასხვა ქალაქში. ამიტომ ყოველწლიურად ჩვენთან სხვადასხვა რეგიონების სტუდენტებს შორის კონკურსები იმართება. მოხარულნი ვიქნებით, თუ თქვენი სტუდენტები მონაწილეობას მიიღებენ ამ კონკურსებში, ჩვენები კი თქვენთან ჩავლენ. ეს შეიძლება იყოს რაღაც გაცვლითი პროგრამები, რათა თქვენმა სტუდენტებმა შეისწავლონ ქართული სამზარეულო, ჩვენებმა კი - სომხური“, - განაცხადა ბრეგვაძემ.

გასტროტურიზმი და კულინარიული დიპლომატია - სომხეთი და საქართველო ძალებს აერთიანებენ

სომხური მხრიდან გაიჟღერა იდეამ, რომ კულინარიულ ფესტივალს სომხეთსა და საქართველოში გასტროტურიზმის განვითარების ხელშეწყობა შეუძლია, თუ, რა თქმა უნდა, გააქტიურდებიან ორივე ქვეყნის ტუროპერატორები და სახელმწიფო სტრუქტურები. სომხეთი არ გამორიცხავს, რომ ფესტივალის მოედანი თანდათან შეიძლება გაიზარდოს და სხვა ქვეყნები მოიზიდოს.

„ვგეგმავთ ჩავატაროთ ფესტივალი ერთხელ სომხეთში, მეორეჯერ - საქართველოში. აპრილის მეორე ნახევარში ქართულ დელეგაციას სომხეთში მოვიწვევთ და ფესტივალის ლოკაციებსა და პროგრამას დეტალურად განვიხილავთ. შემდგომში ეს არენა სხვა ქვეყნებისთვისაც გვინდა გამოვიყენოთ. ახლა ვაპირებთ დავამყაროთ კავშირები ირანისა და თურქეთის კულინარიულ კომპანიებთან, რათა ეს პლატფორმა ე.წ. კულინარიულ დიპლომატიად ვაქციოთ. რადგან კულინარიული სამყარო - სოლიდარობის სამყაროა, სადაც მახვილი კუთხეები არ არსებობს“, - განაცხადა სედრაკ მამულიანმა.

გასტროტურიზმი და კულინარიული დიპლომატია - სომხეთი და საქართველო ძალებს აერთიანებენ

როგორც სომხეთის ტურიზმის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა მეხაკ აპრესიანმა განაცხადა, ფესტივალის ფარგლებში საქართველო და სომხეთი შეძლებენ ძალისხმევის გაერთიანებას და კონკურენტუნარიანობას მიაღწევენ.

„ჩვენ ვართ მეზობლები და ძმები. ჩვენ უნდა გავაერთიანოთ ჩვენი ძალები, ჩვენი პოტენციალი და მსოფლიო ტურისტულ ბაზარზე უფრო კონკურენტუნარიანები გავხდებით. სამზარეულო კულტურის ძალიან მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. ჩვენ ამით ძლიერები ვართ, ორივე ქვეყანას ძალიან გემრიელი მრავალფეროვანი შესანიშნავი სამზარეულო გვაქვს. ჩვენ ამით ვამაყობთ და უნდა ვისარგებლოთ ამით“, - განაცხადა აპრესიანმა.

აღინიშნა, რომ ფესტივალის ლოკაციისთვის განიხილება ორი ქალაქი - ლორე და დილიჟანი. რაც შეეხება დილიჟანს, ის შემთხვევით არ აურჩევიათ: იქაც, როგორც თბილისში, დგას ხალხთა მეგობრობის ნამდვილი ნიმუშის - გიორგი დანელიას საკულტო ფილმ „მიმინოს“ ძეგლი.