საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის მეთაურის რანგში პირველად ესტუმრა სომხეტს. იხილეთ Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში, თუ როგორ დაიწყო მისი ოფიციალური ვიზიტი
საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ორდღიანი ვიზიტი სომხეთში 13 მარტს დაიწყო. ქვეყნის მეთაურს ერევნის საერთაშორისო აეროპორტ "ზვარტნოცში" დახვდნენ სომხეთის ვიცე-პრემიერი ტიგრან ავინიანი, საქართველოს ელჩი სომხეთში გიორგი საგანელიძე და სხვა ოფიციალური პირები დახვდნენ.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი უკვე შეხვდა საკუთარ კოლეგას, არმენ სარქისიანს, ასევე დაგეგმილია შეხვედრები სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან და სომხეთის კათოლიკოს გარეგინ მეორესთან.