რუსთავში 13 წლის მოზარდი კორპუსის სახურავიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა

მოზარდი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკა „რუსთავში" გადაიყვანა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.
Sputnik

თბილისი, 13 მარტი — Sputnik. რუსთავში 13 წლის მოზარდი საცხოვრებელი კორპუსის სახურავიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა, იუწყება ქართული მედია.

თბილისში მერვე სართულიდან მოზარდი გადმოვარდა

შემთხვევა ლეონიძის ქუჩაზე დღეს მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, გოგონა კორპუსის სახურავზე ფოტოს გადასაღებად იყო ასული.

მოზარდი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკა „რუსთავში" გადაიყვანა, თუმცა, ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

შსს-ში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარებს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.