პოლიციამ დედა და ორი ვაჟი დააკავა - ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება

სამართალდამცველებს ადგილზე შეკრებილებმა წინააღმდეგობა გაუწიეს და სპეცრაზმის ავტომობილებისთვის გზის გადაკეტვა სცადეს.
Sputnik

თბილისი, 12 მარტი — Sputnik. ფონიჭალაში სამართალდამცველებმა სავარაუდოდ ნარკოდანაშაულისთვის ალესკეროვების ოჯახის სამი წევრი დააკავეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

პოლიციამ ბოლნისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

დაკავებულია დედა და ორი ვაჟი. ოჯახის ადვოკატის, რევაზ რიჟამაძის ინფორმაციით, ალესკეროვების კუთვნილი ავტომობილიდან ამოღებულია რამდენიმე შეკვრა ნარკოტიკული ნივთიერება.

სამართალდამცველებს ადგილზე შეკრებილებმა წინააღმდეგობა გაუწიეს და სპეცრაზმის ავტომობილებისთვის გზის გადაკეტვა სცადეს.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 260-ე მუხლის მეოთხე ნაწილით, რაც გულისხმობს ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო გასაღებას და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 6-დან 11 წლამდე.