„ნაძალადევის“ მეტროსთან ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს

უწყების ცნობით, მამაკაცმა პოლიციელებს წინააღმდეგობა გაუწია და შეურაცხყოფა მიაყენა
Sputnik

თბილისი, 10 მარტი - Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში, „ნაძალადევის“ მეტროსთან ნარკოდანაშაულისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ ტარების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ზუგდიდში ბანკის ინკასატორებზე თავდასხმაში ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ გადამოწმების მიზნით ახალგაზრდას მანქანის გადაყენება და საბუთები მოსთხოვა, პირმა კი სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია და შეურაცხყოფა მიაყენა.

მამაკაცის მანქანის შემოწმებისას პოლიციელებმა ნარკოტიკული საშუალება და გადაჭრილი თოფი, ე.წ. აბრეზი ამოიღეს.

ადგილზე მობილიზებულები იყვნენ  საპატრულო ეკიპაჟები. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.