ირღვევა თუ არა საქართველოში ქალთა უფლებები: გამოკითხვის შედეგები

გამოკითხვამ აჩვენა, რომ საქართველოში ქალთა უფლებები კვლავინდებურად ირღვევა.
Sputnik

თბილისი, 8 მარტი – Sputnik. „Sputnik–საქართველოს“ მკითხველთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ საქართველოში ქალთა უფლებები მასობრივად ირღვევა, ასეთია სააგენტოს ვებ–გვერდზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგები. 

8 მარტის შთამბეჭდავი მილოცვა ქალებს ჯარისკაცებისგან – ვიდეო

კითხვაზე, „თქვენი აზრით, ირღვევა თუ არა საქართველოში ქალთა უფლებები“, გამოკითხვაში მონაწილეთა 45,2% ფიქრობს, რომ ქვეყანაში ქალთა უფლებები მასობრივად ირღვევა. გამოკითხულთა 23,8% კი ემხრობა მოსაზრებას, რომ „საქართველოში უკვე მამაკაცებს სჭირდებათ დაცვა“.
მკითხველთა 16,7% მიიჩნევს, რომ ქალთა უფლებები დაცულია, ხოლო 14,3% კი ფიქრობს, რომ ქალთა უფლებები იშვიათ შემთხვევაში ირღვევა.