პოლიციამ თბილისში ძარცვის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავა

აღნიშნული დანაშაული ოთხიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Sputnik

თბილისი, 8 მარტი – Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში ძარცვის ბრალდებით 18 წლის ახალგაზრდა დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

თავდასხმა ინკასაციის მანქანაზე ზუგდიდში - ძარცვის ახალი დეტალები

როგორც გამოძიებით დადგინდა, არასრულწლოვანმა პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე ერთ-ერთ მოქალაქეს მობილური ტელეფონი გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ ნაძარცვი ტელეფონი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

დაკავებულმა გამოკითხვის დროს დანაშაულის კიდევ ორი ფაქტი აღიარა.

უწყების ცნობით, არასრულწლოვანმა ალ. ყაზბეგის გამზირზე მდებარე სავაჭრო ჯიხურებიდან რამდენიმე კოლოფი სიგარეტი მოიპარა.

გამოძიება ძარცვის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.