გლდანში „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმა მოხდა

შემთხვევა გლდანის მეექვსე მიკრორაიონში ნახევარი საათის წინ მოხდა.
Sputnik

თბილისი, 8 მარტი — Sputnik. გლდანში „საქართველოს ბანკის“ ფილიალის დაყაჩაღებისას თავდამსხმელების მიერ ცეცხლის გახსნის შედეგად არავინ დაშავებულა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2

ბანკის ინკასატორებზე თავდასხმაში პოლიციელია ეჭვმიტანილი

გავრცელებული ინფორმაციით, ბანკის ფილიალიდან სამი ნიღბიანი პირი გამოვიდა და დაცვის პოლიციის მისამართით ცეცხლი გახსნა. საპასუხო ცეცხლი თავდამსხმელებს დაცვის პოლიციის თანამშრომლებმაც გაუხსნეს. დამნაშავეებმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა შეძლეს.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და ექსპერტ–კრიმინალისტები.

შემთხვევა გლდანის მე-6 მიკრორაიონში ნახევარი საათის წინ მოხდა.