ბაკურიანში მამაკაცმა თავისი ძმა მოკლა

დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
Sputnik

თბილისი, 7 მარტი — Sputnik. პოლიციამ ბაკურიანში 20 წლის მამაკაცი თავისი 30 წლის ძმის მოკვლის ბრალდებით დააკავა, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მკვლელობა წუხელ მოხდა.

მკვლელობა თბილისში: ძმამ ძმა მოკლა

გამოძიების მონაცემებით, მკვლელობას წინ უძღოდა ჩხუბი, რომლის დროსაც უმცროსმა ძმამ დანა აიღო და უფროსს რამდენჯერმე დაარტყა. მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

პოლიციამ მკვლელობის იარაღი ამოიღო. ბრალდებულმა ჩადენილი დანაშაული აღიარა.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის მუხლით, რაც 13-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.