ქართველი რეჟისორის ფილმი კანადის კინოფესტივალზე მოხვდა

კინოფესტივალზე ფილმი თებერვლის თვის ნომინანტებს შორის სამი ნომინაციით მოხვდა
Sputnik

თბილისი, 7 მარტი — Sputnik. რეჟისორ გიორგი თავართქილაძის ფილმი „ცუდი ხალხი“ კანადაში მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალზე მოხვდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ეგვიპტის კინოფესტივალზე გიორგი ბოჭორიშვილი საუკეთესო მსახიობად აღიარეს

კერძოდ, კინოფესტივალზე ფილმი თებერვლის თვის ნომინანტებს შორის სამი ნომინაციით მოხვდა: საუკეთესო მსახიობი – ვახტანგ ჩაჩანიძე; საუკეთესო რეჟისორი – გიორგი თავართქილაძე; საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობი – ჯანო იზორია.

გიორგი თავართქილაძის „ცუდი ხალხი“ მოკლემეტრაჟიანი მძაფრსიუჟეტიანი ფილმია. ფილმი საქართველოში 90-იანი წლების დასაწყისში მიმდინარე მოვლენებს და იმ პერიოდის რამდენიმე რეალურ ამბავს ასახავს.