თბილისი, 5 მარტი — Sputnik. პოლიციამ თბილისში საკანალიზაციო სარქველების ქურდობის ბრალდებით 48 წლის მამაკაცი დააკავა, აღნიშნულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
დანაშაული საბურთალოს რაიონში, ბროწეულის ქუჩაზე მოხდა.
პოლიციამ მოპარული სარქველები ნივთმტკიცებად ამოიღო.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია ქურდობის მუხლით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დანაშაული ისჯება შინაპატიმრობით ერთიდან ორ წლამდე ვადით, ან თავისუფლების აღკვეთით სამიდან ხუთ წლამდე.