თბილისში CO-თი ინტოქსიკაციის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა

მეზობლების თქმით, გარდაცვლილი მეგობართან სტუმრად იმყოფებოდა.
Sputnik

თბილისი, 5 მარტი — Sputnik. თბილისში, გლდანის მესამე მიკრორაიონში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში სავარაუდოდ CO-თი ინტოქსიკაციის შედეგად ერთი მამაკაცი გარდაიცვალა, მეორე ადამიანი დაშავდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

გორში მხუთავი აირით რამდენიმე ადამიანი, მათ შორის, ორი წლის ბავშვი მოიწამლა

გარდაცვლილია 1986 წელს დაბადებული მამაკაცი, დაშავებული გადაყვანილია საავადმყოფოში და მას შესაბამისი მკურნალობა უტარდება. მეზობლების თქმით, გარდაცვლილი მეგობართან სტუმრად იმყოფებოდა.

ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.

მოქალაქის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 240 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, (ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტის განლაგების, დაპროექტების, მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევა, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი).