ტრაგედია წავკისში: ავარიას სამი ახალგაზრდა ემსხვერპლა

გავრცელებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა გადაჭარბებულმა სიჩქარემ გამოიწვია.
Sputnik

თბილისი, 4 მარტი — Sputnik. წავკისი–თბილისის საავტომობილო გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

ზედა ეწერთან ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა

უბედური შემთხვევა  გუშინ, გვიან ღამით მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, 18, 20 და 23 წლის ახალგაზრდები წავკისიდან თბილისში ბრუნდებოდნენ. ავტომობილს 18 წლის ახალგაზრდა მართავდა, რომელიც, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

წინასწარი ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა გადაჭარბებულმა სიჩქარემ გამოიწვია. მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, კედელს შეეჯახა და ამოტრიალდა.

სამივე ახალგაზრდა შემთხვევის ადგილზე დაიღუპა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.