ქართველმა მშვილდოსანმა ქალებმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვეს

ფინალში ქართველი სპორტსმენები რუსეთის გუნდთან დამარცხდნენ.
Sputnik

თბილისი, 4 მარტი — Sputnik. მშვილდოსნობაში საქართველოს ქალთა ნაკრების წევრებმა ქრისტინე ესებუამ, ხათუნა ნარიმანიძემ და ციკო ფუტკარაძემ თურქეთის ქალაქ სამსუნში გამართულ ევროპის ზამთრის ჩემპიონატის გუნდურ ჩათვლაში ვერცხლის მედალი მოიპოვეს.

ქართველმა მშვილდოსნებმა რიოს ოლიმპიადაზე გამოსვლა დაასრულეს

ფინალში საქართველოს ნაკრებმა რუსეთის ნაკრებს დაუთმო ანგარიშით 4:5.

ძირითადმა რაუნდმა გამარჯვებული ვერ გამოავლინა და გუნდებს ეგრეთ წოდებული გადასროლა მოუწიათ. გადასროლაში რუსებმა სამივე ისარი ათიანში მოარტყეს, ქართველმა სპორტსმენებმა კი ერთი ისარი ცხრიანში მოახვედრეს. შედეგად 29:30 და ვერცხლის მედალი კონტინენტის პირველობაზე.

ბრინჯაოს მედლები უკრაინის წარმომადგენლებმა მოიპოვეს, რომლებმაც ბელარუსის ნაკრები დაამარცხეს ანგარიშით 5:4.