შაქარიშვილი: ზამთრის შემდეგ ორგანიზმისთვის ვიტამინები აუცილებელია

ექიმი გიორგი შაქარიშვილი „Sputnik–საქართველოს“ მკითხველისთვის საუბრობს იმაზე, როგორ შევივსოთ ვიტამინების მარაგი გაზაფხულზე.
Sputnik

„გაზაფხულზე ორგანიზმს ვიტამინების მიღება სჭირდება, რადგან ზამთარში იფიტება. გაზაფხულზე ხშირად აღინიშნება თმის ცვენა, ფრჩხილების დაზიანება. სხვადასხვა ვიტამინის დეფიციტს სხვადასხვა გამოვლენა აქვს. მთავარია C ვიტამინი მივიღოთ იმუნიტეტის ასამაღლებლად, რაშიც დაგვეხმარება ციტრუსი, შავი მოცხარი, ასკილი, ბოლოკი“, – აღნიშნა გიორგი შაქარიშვილმა.

ექიმის განმარტებით, სასურველია, თუ გაზაფხულზე დიდი რაოდენობით ხილს მივიღებთ.