საქართველოში სულ უფრო მეტი ტურისტი ჩამოდის

ყველაზე მეტი ტურისტი საქართველოში მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოდის - რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან და სომხეთიდან
Sputnik

თბილისი, 4 მარტი - Sputnik. მიმდინარე წლის თებერვალში საქართველო მოინახულა 469,5 ათასმა უცხოელმა, რაც გასული წლის თებერვალთან შედარებით 0,4%-ით ნაკლებია, ნათქვამია საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მასალებში.

საქართველოში 15 წლის ზემოდ ასაკის პირებმა თებერვალში 389,2  ათასი ვიზიტი განახორციელეს, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1,2%-ით ნაკლებია.

„ყველაზე საშიში საქართველოში არის ჭაჭა“ - ქვეყანა საუკეთესო მიმართულებათა სიაშია >>

რაც შეეხება ტურისტული ვიზიტების რაოდენობას, მან თებერვალში 247,7 ათასზე მეტს შეადგინა (+5,1%).

ქვეყნების ხუთეული 2019 წლის თებერვალში საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობის მიხედვით

ქვეყანავიზიტების რაოდენობაცვლილება წელიწადში - %
აზერბაიჯანი83 511-1,8
სომხეთი70 078-10,7
რუსეთი69 67514,7
თურქეთი61 594-19,8
უკრაინა10 12213,1

           

თებერვალში ქვეყანას ეწვია ქართული დიასპორის 34,8 ათასი წარმომადგენელი, რაც 2018 წლის თებერვალთან შედარებით 3,5%-ით მეტია.

განსაკუთრებული ზრდა შემდეგი ქვეყნებიდან დაფიქსირდა: ისრაელი (+198,4%), ჩინეთი (+52%), საუდის არაბეთი (+48,6%).

საქართველოში ყველაზე მეტი უცხოელი სახმელეთო და საჰაერო ტრანსპორტით ჩამოდის.

ტრანსპორტის სახეობები, რომლითაც უცხოელები საქართველოში ჩამოდიან

ტრანსპორტის სახეობავიზიტების რაოდენობაცვლილება წელიწადში -%წილი ვიზიტების რიცხვიდან - %
სახმელეთო282 712-8,4 72,6
საჰაერო101 27324,726
რკინიგზა2 3438,70,6
საზღვაო2 890 28,10,7

       

სასაზღვრო პუნქტებს შორის, რომლებსაც კვეთენ უცხოელი ვიზიტორები, ლიდერობს საკონტროლო გამშვები პუნქტები სარფში, თბილისის აეროპორტში და ყაზბეგში.

საკონტროლო გამშვები პუნქტები საქართველოს საზღვრებზე - პირველი ხუთეული

საკონტროლო-გამშვები პუნქტივიზიტების რაოდენობაცვლილება წელიწადში - %წილი ვიზიტების რიცხვიდან - %
თბილისის აეროპორტი86 48216,022,2
წითელი ხიდი71 694 5,218,4
სარფი65 278-12,516,8
სადახლო55 075-3,714,2
ყაზბეგი51 939-7,513,3

               

ტურიზმის სფერო საქართველოში აქტიურად ვითარდება, რაც სტატისტიკურ მონაცემებში აისახება. ყოველწლიურად ქვეყანაში იხსნება ახალი სასტუმროები, კვების ობიექტებში ტარდება ხარისხის შემოწმებები, მომსახურე პერსონალის და გიდების გადამზადება მიმდინარეობს.