საქართველოს პრეზიდენტი ერევანს მარტში ეწვევა

ეს არის საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის პირველი ვიზიტი სომხეთში პრეზიდენტის რანგში
Sputnik

თბილისი, 4 მარტი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სომხეთს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით მარტში ეწვევა, იუწყება „Sputnik-სომხეთი“.

ფაშინიანი პრემიერობის მეორე დღეს საქართველოს ესტუმრა

ეს არის სალომე ზურაბიშვილის პირველი ვიზიტი სომხეთში პრეზიდენტის რანგში. რეგიონული ვოიაჟი მან აზერბაიჯანით დაიწყო.

წლის დასაწყისიდან საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტებით იმყოფებოდა ბელგიაში, გერმანიაში, საფრანგეთში, ავღანეთსა და აზერბაიჯანში.

საქართველოს და სომხეთის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 17 ივლისს დამყარდა. იმ დროიდან ქვეყნები სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობენ. ყველაზე ინტენსიურია თანამშრომლობა ვაჭრობის სფეროში. ქვეყნებს შორის მოქმედებს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი, სომხეთი საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ათეულში შედის.