თბილისი, 4 მარტი — Sputnik. თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე კერძო საცხოვრებელი სახლი იწვის, მეხანძრე მაშველების ბრიგადა ცეცხლის ლოკალიზებას ცდილობს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
ხანძარი ნაძალადევის რაიონში დაახლოებით დილის 8 საათზე გაჩნდა. არსებული ინფორმაციით, დაშავებულები არ არიან. რა გახდა ხანძრის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. ერთ-ერთი ვერსიით, ცეცხლი ელექტროგაყვანილობის გაუმართაობის გამო გაჩნდა.