თბილისი, 3 მარტი — Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა თავისუფალია, ნათქვამია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
შაბათს რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო მცხეთა-სტაფანწმინდა-ლარსის ავტომაგისტრალის კობი-გუდაურის მონაკვეთი მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისთვის დაიკეტა. მოძრაობის აღდგენა მხოლოდ გაწმენდითი სამუშაოების შემდეგ გახდა შესაძლებელი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ გაუჩერებლად გავლის რეჟიმში და ზვავდამცავი გვირაბების გავლით. მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად.
მლეთა-გუდაურის (სოფ. ქვემო მლეთადან საავტომობილო გზის 85-ე კმ-მდე) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.