ყაჩაღობა ქუთაისში - დაკავებულია 35 წლის მამაკაცი

სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს და დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
Sputnik

თბილისი, 3 მარტი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 35 წლის მამაკაცი ქუთაისში ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს, ნათქვამია შსს-ს პრესსამსახურის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

სამართალდამცველებმა სამი პირი ქურდობის მცდელობის ფაქტზე დააკავეს

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ავტოგასამართი სადგურის ოპერატორს დანის მუქარით 130 ლარი გასტაცა. ამის შემდეგ ის თავს დაესხა გრიშაშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი ავტოგასამართი სადგურის ოპერატორს.

სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს და დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება დაწყებულის სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ყაჩაღობას გულისხმობს და 5-დან 7 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.