სამართალდამცველებმა სამი პირი ქურდობის მცდელობის ფაქტზე დააკავეს

სამივე დამნაშავე პოლიციამ დანაშაულის ჩადენის ადგილას დააკავა.
Sputnik

თბილისი, 3 მარტი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ქურდობის მცდელობის ბრალდებით ხაშურში სამი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პოლიციამ ავტომობილის და ოფისის გაქურდვის ბრალდებით თბილისში ორი პირი დააკავა

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ორმა დამნაშავემ ბორჯომის ქუჩაზე, სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვა სცადა, რა დროსაც პოლიციამ ორივე შემთხვევის ადგილზე დააკავა.

სამართალდამცველებმა, ასევე, ქურდობის მცდელობის ფაქტზე დააკავეს ერთი დამნაშავე. ბრალდებული საავტომობილო მაგისტრალის გომი-აგარის მონაკვეთზე მდებარე გარე განათების ბოძებიდან სპილენძის სადენებს იპარავდა. პოლიციამ ნივთმტკიცების სახით ამოიღო მოპარული 40 მეტრის სიგრძის ელექტროკაბელი.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 19-177-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით, რაც ქურდობის მცდელობას გულისხმობს და 3-დან 7 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.