თბილისში ბორის გრებენშჩიკოვის და როკ-ჯგუფ „აკვარიუმის“ კონცერტი გაიმართება

კონცერტის ორგანიზატორების თქმით, რთულია იპოვო ადამიანი, რომელიც  გრებენშჩიკოვის თუნდაც ერთ სიმღერას ვერ გაიხსენებს
Sputnik

თბილისი, 2 მარტი - Sputnik. ლეგენდარული რუსი მომღერალი და მუსიკოსი ბორის გრებენშჩიკოვი და როკ-ჯგუფი „აკვარიუმი“ 14 აპრილს თბილისის მრავალფუნქციური ცენტრ Republic-ის სცენაზე წარდგებიან, იუწყებიან ორგანიზატორები.

გრებენშჩიკოვის საკონცერტო პროგრამა მუსიკოსის 65 წლის იუბილეს მიეძღვნება, რომელიც მან 2018 წელს აღნიშნა.

„მუდმივ მოძრაობასა და ძიებაში მყოფი არტისტი, რომელიც წლების შემდეგად არ წყვეტს ექსპერიმენტებს მუსიკის სხვადასხვა ჟანრში, ყოველთვის ახერხებს მსმენელის გაოცებას... ერთ-ერთ ინტერვიუში არტისტი აცხადებს: „საწყისი იმისა, რასაც ჩვენ ვქმნით და ვაკეთებთ - აბსურდია“. ზუსტად ეს არის მუსიკოსისთვის და მისი გულშემატკივრებისთვის ჭეშმარიტება“, - ნათქვამია კონცერტის ანონსში.

კონცერტის დასაწყისი 20:00 საათზე. ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია ონლაინ.

თბილისისადმი ბორის გრებენშჩიკოვის მხურვალე სიყვარულის ისტორია არაერთ ათწლეულს ითვლის. ისე მოხდა, რომ გრებენშჩიკოვის მუსიკალური კარიერის საწყის წერტილად სწორედ საქართველოს დედაქალაქი შეიძლება ჩაითვალოს.

თბილისში ბორის გრებენშჩიკოვის და როკ-ჯგუფ „აკვარიუმის“ კონცერტი გაიმართება

პირველად გრებენშჩიკოვი საქართველოს დედაქალაქში შორეულ 1980 წელს გამოვიდა, როდესაც თბილისში მოხდა მოვლენა, რომელმაც რუსული როკის ახალ ეპოქას დაუდო სათავე - მაშინ თბილისის ფილარმონიის სცენაზე გაიმართა პირველი როკ-ფესტივალი „გაზაფხულის რითმები“. მისი მონაწილეები იყვნენ ათობით ჯგუფები ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან, მათ შორის - ლეგენდარული ჯგუფი „აკვარიუმი“. ამ კონცერტის შემდეგ ბორის გრებენშჩიკოვი დამწყები მუსიკოსიდან საკავშირო მასშტაბის როკ-ანდერგრაუნდის ლიდერად იქცა.

ბორის გრებენშჩიკოვი ოდესაში მიხეილ სააკაშვილს შეხვდა

იმ დროიდან ბორის გრებენშჩიკოვი გახდა არა მხოლოდ საბჭოთა, არამედ მსოფლიო მუსიკის ლეგენდა. მას ჰქონდა ერთობლივი ნამუშევრები დევიდ ბოუისთან, ლუ რიდთან, დეივ სტიუარტთან, მარკ ალმონდთან და თანამედროვეობის სხვა საკულტო მუსიკოსებთან.

თბილისთან საბედისწერო შეხვედრის შემდეგ, „აკვარიუმი“ საქართველოს არაერთხელ ეწვია: 2002 წელს (გრიბოედოვის თეატრის სცენაზე), 2014 წელს (თბილისის ფილარმონია), 2015 წელს (Tbilisi Open Air).