თბილისი, 2 მარტი — Sputnik. აბაშაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 10 ადამიანი დაშავდა, ამის შესახებ ინფორმაცია ქართულ მედიაში გავრცელდა.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და მიკროავტობუსი შეეჯახნენ.
შსს ინფორმაცით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.