ქუთაისში მსუბუქი ავტომობილი საცხოვრებელ კორპუსს შეეჯახა

შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.
Sputnik

თბილისი, 2  მარტი — Sputnik. ქუთაისში მსუბუქი ავტომობილი გაჩერების აღმნიშვნელ რკინის კონსტრუქციასა და საცხოვრებელი კორპუსის კედელს შეეჯახა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ავტოსაგზაო შემთხვევა აბაშაში: დაშავდა 10 ადამიანი

შემთხვევა თაბუკაშვილის ქუჩაზე დღეს მოხდა.

თვითმხილველების განცხადებით, BMW-ს მარკის ავტომობილი საპირისპირო მიმართულებით მოძრავ მანქანას შეეჯახა, ამის შემდეგ მოცურდა და ჯერ გაჩერების აღმნიშვნელ რკინის კონსტრუქციას შეეჯახა, ხოლო შემდეგ საცხოვრებელ კორპუსს.

შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.

ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებია მობილიზებული. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.