SputnikPro ქართველი ჟურნალისტებისთვის ჰორიზონტებს აფართოებს

Sputnik

საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-მა პროექტის SputnikPro ახალი მოდული გაუშვა საქართველოში. იხილეთ Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში, თუ როგორ ჩატარდა ღონისძიება

თბილისში 1 მარტს Sputnik-საქართველოს მულტიმედიურ პრეს-ცენტრში ჟურნალისტებისთვის მასტერ-კლასი გაიმართა. პროექტი SputnikPro განკუთვნილია ახალგაზრდა რეპორტიორებისათვის, რომლებსაც ჟურნალისტიკის სფეროში ცოდნის გაღრმავებისა და განვითარების სურვილი აქვთ.

SputnikPro - ეს არის უნიკალური მასტერკლასებისა და პრეზენტაციების სერია საუკეთესო რუსი მედიამენეჯერებისა და წამყვანი სპეციალისტებისაგან. სპეციალისტები მზად არიან ჟურნალისტებს, პრეს-მდივნებსა და სტუდენტებს გაუზიარონ მუშაობის კოლოსალური გამოცდილება.

 

1 / 12
თბილისში პროექტის SputnikPro შემდგომი მოდული 1 მარტს გაიმართა
2 / 12
სპეციალურად მინსკიდან მასტერ-კლასზე ჩამოვიდა Sputnik-ბელარუსის რედაქტორი ევგენი კაზარცევი
3 / 12
დამწყებმა ჟურნალისტებმა და ფრილანსერებმა მოისმინეს, თუ როგორ ვითარდება მედიაბაზარი ბელარუსში მსოფლიო ტენდენციების ფონზე
4 / 12
Sputnik-საქართველოს ქართული რედაქციის მედიამენეჯერმა თამარ ხონელიძემ ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება საინტერესო თემებისა და გმირების მოძიება გამოსაქვეყნებლად
5 / 12
ახალგაზრდა ჟურნალისტები საინტერესო შეკითხვებს სვამდნენ და პასუხებს რედაქციის პრაქტიკაზე დაყრდნობით ღებულობდნენ
6 / 12
SputnikPro - ეს არის სხვადასხვა ქვეყნების მედიის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობისა და გამოცდილების გაზიარების უნიკალური შესაძლებლობა
7 / 12
პროექტის მონაწილეების მოწონება დაიმსახურა ევგენი კაზარცევის შემეცნებითმა გამოსვლამ
8 / 12
პასუხი კითხვაზე, თუ როგორი იქნება ჟურნალისტიკა 10 წლის შემდეგ, არავინ იცის
9 / 12
პროექტი SputnikPro 2018 წლის გაზაფხულზე დაიწყო და მაღალი შეფასება მიიღო ბელარუსის, საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთისა და სხვა ქვეყნების მედიაგაერთიანებებისგან
10 / 12
SputnikPro-ს პირველი მოდული საქართველოში ქართული მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მთავარ რედაქტორებთან შეხვედრას მოიაზრებდა, მეორე მოდულზე კი თავი მოიყარეს საქართველოს ბეჭდური და ონლაინ-გამოცემების ჟურნალისტებმა
11 / 12
სამი წლის მუშაობის შედეგად პოსტსაბჭოთა ქვეყნებში Sputnik-ის გვერდებმა ლიდერული პოზიციები მოიპოვა ადგილობრივ მედიაში კონტენტის მიწოდების ახალი და ტექნოლოგიური ფორმატის საშუალებით
12 / 12
ღონისძიების დასასრულს დამსწრეებს სერტიფიკატები გადაეცათ