Georgian Airways-ის გენერალური დირექტორი გადადგა

ავიაკომპანიის ხელმძღვანელის მოვალეობების შემსრულებელი გენერალური დირექტორის მოადგილე გახდა.
Sputnik

თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ის გენერალურმა დირექტორმა გივი დავითაშვილმა დაკავებული თანამდებობა დატოვა, ნათქვამია საჯარო რეესტრის სააგენტოს ვებ-გვერდზე განთავსებულ მასალებში.

Air France პარიზიდან თბილისში რეგულარულად იფრენს

რეესტრის მონაცემებით, დავითაშვილი 22 თებერვალს გადადგა. ავიაკომპანიის ხელმძღვანელის მოვალეობების შემსრულებელი გენერალური დირექტორის მოადგილე რობერტ ოგანესიანი გახდა.

რა გახდა თანამდებობის დატოვების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. ქართული მასმედიის ინფორმაციით, დავითაშვილს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობა შესთავაზეს.

დავითაშვილი ავიაკომპანიის გენერალური დირექტორი 2016 წლიდან იყო.

კომპანია Georgian Airways-ს ეროვნული ავიაგადამზიდავის სტატუსი აქვს. მას გააჩნია შვიდი საჰაერო ხომალდი და მისი წილი საერთაშორისო გადაზიდვების ქართულ ბაზარზე 11%-ია.