ხიდის საყრდენი სამაგრების ქურდობის მცდელობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

პოლიციამ ბრალდებულები მაშინ დააკავა, როცა ისინი რუსთავი-გაჩიანის დამაკავშირებელი ხიდის ლითონის საყრდენ სამაგრებს იპარავდნენ.
Sputnik

თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. სამართალდამცველებმა რუსთავში ქურდობის მცდელობის ფაქტზე 22 და 25 წლის მამაკაცები დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავცელებულ განცხადებაში.

გურიაში 19 წლის ახალგაზრდა სიგარეტის და ალკოჰოლის ქურდობისთვის დააკავეს

სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი რუსთავი-გაჩიანის დამაკავშირებელი ხიდის ლითონის საყრდენ სამაგრებს ლითონის მჭრელების საშუალებით ჭრიდნენ და იპარავდნენ.

უწყების ცნობით, ერთ-ერთი დაკავებული დანაშაულის ჩადენის დროს პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა.

გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 19-177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.