ბასილაშვილმა დუბაის ტურნირზე რუს ჩოგბურთელს მოუგო

შემდეგ მატჩს ქართველი ჩოგბურთელი ტურნირის მოქმედ გამარჯვებულთან გამართავს.
Sputnik

თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (მე-19 ნომერი АТР-ს რეიტინგში) გამოსვლა АТР-500 სერიის ტურნირზე დუბაიში (არაბთა გაერთიანებული საამიროები) გამარჯვებით დაიწყო.

ბასილაშვილმა პირველ რაუნდში მეოთხე ნომრად განთესილ კარენ ხაჩანოვს (რუსეთი) ორ სეტში მოუგო – 6:4, 6:1. შეხვედრა 1 საათსა და 10 წუთს გაგრძელდა.

ბასილაშვილისთვის ეს გამარჯვება ხაჩანოვზე მისი კარიერის განმავლობაში პირველი იყო. აქამდე მეტოქეები ერთმანეთს ორჯერ დაუპირისპირდნენ და ორივეჯერ რუსმა სპორტსმენმა გაიმარჯვა.

ქართველმა ჩოგბურთელმა ახალი რეკორდი დაამყარა

Dubai Duty Free Tennis Championships-ის მეორე რაუნდში გასვლის შედეგად ბასილაშვილმა გამოიმუშავა 45 სარეიტინგო ქულა და 38 ათასი დოლარი საპრიზო. ჩოგბურთელს გასულ წელს დუბაის ტურნირზე არ უასპარეზია, ამიტომ დიდი ალბათობაა, რომ АТР-ს რეიტინგში ბასილაშვილი კვლავ გაიუმჯობესებს თავის პოზიციებს.

¼ ფინალში გასასვლელად ქართველი ჩოგბურთელი შეხვდება ტურნირის მოქმედ გამარჯვებულს, ესპანელ რობერტო ბაუტისტა-აგუტს (18).

Dubai Duty Free Tennis Championships 2 მარტამდე გაგრძელდება. ტურნირის საერთო საპრიზო ფონდია სამ მილიონამდე აშშ დოლარი.