თბილისი, 26 თებერვალი - Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თეთრიწყაროს რაიონში 46 წლის მამაკაცი ქურდობის ბრალდებით დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ მიმდინარე წლის 20 თებერვალს დაკავებულმა სოფელ დაღეთში მოქალაქის კუთვნილი შვიდი ცხენი მოიპარა.
პოლიციამ ნაქურდალი ცხოველები პატრონს დაუბრუნა.
გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე და მეოთხე ნაწილებით, რაც გულისხმობს ქურდობას დიდი ოდენობით, ჩადენილს სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით და რომელიც ითვალისწინებს 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.