თბილისი, 24 თებერვალი - Sputnik. შსს–ს თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა–შენახვის ბრალდებით 31 და 19 წლის მამაკაცები დააკავეს, იუწყება შსს–ს პრეს–სამსახური.
ერთ–ერთი დაკავებულის ბინის ჩხრეკისას პოლიციელებმა აღმოაჩინეს და ამოიღეს კუსტარულად გადაკეთებული ცეცხლსასროლი იარაღი, ხოლო მეორის პირადი ჩხრეკისას – პისტოლეტი.
კახეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს>>
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის მუხლით, რაც ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.