საქართველოში მალტის დროშით მცურავი გემი დააკავეს

გარემოს დაბიძნურებისთვის გემის კაპიტანი 65 ათასი  ლარით დაჯარიმდა
Sputnik

თბილისი, 24 თებერვალი  – Sputnik.  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლებმა ფოთში მალტის დროში ქვეშ მცურავი გემი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

საქართველოში მალტის დროშით მცურავი კიდევ ერთი გემი დააკავეს

დაკავების მიზეზი გახდა ის, რომ გემმა ფოთის პორტის აკვატორია ნავთობპროდუქტებით დააბინძურა.

გემის კაპიტანს ფოთის საქალაქო სასამართლომ 65 ათასი  ლარის ოდენობით საჯარიმო სანქცია დააკისრა, რასაც დაემატა 1 ათას 45 ლარის ოდენობით, გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხა.

გემმა საქართველოს ტერიტორიული წყლები დაკისრებული საჯარიმო სანქციისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის გადახდის შემდეგ დატოვა.