ამერიკელები თავიანთ საბრძოლო მანქანებს ბრუტალურ სახელებს არქმევენ: „ვეფხვი“, „პანტერა“, „გეპარდი“... რუსები კი „ტიტასა“ და „ღიღილოს“ ეძახიან.
ამბობენ, რომ ჯარისკაცებს იუმორის გრძნობა არ აქვთ. თუმცა ეს მოსაზრება გაიფანტება, თუ გაიგებთ, რა სახელებს არქმევენ რუსი კონსტრუქტორები და ჯარისკაცები საბრძოლო ტექნიკას. მაგალითად, 152-მილიმეტრიან ქვემეხს „ჰიაცინტი“ უწოდეს, 240-მილიმეტრიან თვითმავალ ნაღმსატყორცნს - „ტიტა“, 82 მილიმეტრიან ავტომატურ ნაღმსატყორცნს კი „ღიღილო“.
გაიარეთ ტესტი და შეეცადეთ გამოიცნოთ ძალიან სერიოზული იარაღის არასერიოზული სახელები.