თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. სასკოლო საგაზაფხულო არდადეგები რვა მარტს დაიწყება, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, საგაზაფხულო არდადეგები 8-დან 18 მარტამდე გაგრძელდება.
ასევე, სკოლის მოსწავლეები აპრილში ოთხი დღე, 26-დან 29 აპრილის ჩათვლით დაისვენებენ სააღდგომო დღესასწაულებზე.
სკოლებისგან განსხვავებით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში საგაზაფხულო არდადეგები არ იქნება. ბავშვები მხოლოდ აღდგომის დღესასწაულზე დაისვენებენ 26-დან 29 აპრილის ჩათვლით.