მეგი გოგიტიძე მოსკოვში კონცერტს მარტში გამართავს

მომღერალი პირობას დებს, რომ საღამოს პროგრამა ემოციური იქნება
Sputnik

თბილისი, 22 თებერვალი – Sputnik. ერთ–ერთი ყველაზე საინტერესო მომღერლის მეგი გოგიტიძის სოლო კონცერტი მოსკოვის მუსიკის საერთაშორისო სახლში 25 მარტს გაიმართება, განუცხადა მუსიკოსმა „Sputnik–საქართველოს“.

მეგი გოგიტიძემ მონაწილეობა მიიღო დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ პროექტში

საღამოზე „ეს შენი სამყაროა“ ქართველი მომღერალი კუბის მუსიკალურ ბენდთან ერთად შეასრულებს ძველ და ახალ სიმღერებს როგორც ქართულ, ისე რუსულ ენებზე.

 „კონცერტზე შევასრულებ ყველა სიმღერას, რომლებიც ჩემმა მსმენელმა იცის და უყვარს. მათ შორის სიმღერას „ნუ გეშინია“, რომელსაც Youtube–ზე 15 მილიონი ნახვა აქვს. გაიჟღერებს რამდენიმე სიმღერა რუსულად – კომპოზიცია Моя дорога და Я не любви твоей прошу ანა ახმატოვას ტექსტზე. ერთი სიტყვით, იქნება ძალზე საინტერესო, ემოციური და სულში ჩამწვდომი პროგრამა“, – აღნიშნა მეგიმ.

მისი თქმით, ეს სოლო კონცერტი დიდი მუსიკალური გზის დასაწყისია. ამასთან, ის მალე გაახარებს თავის თაყვანისმცემლებს ახალი ვიდეოკლიპებით, ახალი კონცერტებით და შესაძლოა, საკონცერტო ტურებით.

მეგი გოგიტიძე ქობულეთიდანაა. ის სიმღერების ავტორია. 2014 წელს მეგი პროექტის Голос Країни ნახევარფინალისტი გახდა, ხოლო 2016 წელს აღიარეს წლის საუკეთესო მომღერლად პროექტში „მეგა“.

მეგი ასრულებს ეთნო–ჯაზისა და ფოლკის სტილში. ჰყავს მეუღლე და ორი გოგონა – სიდონია და ბარბარე.