ყველა საქართველოში – ქვეყნის რეგიონებში ფასდაკლებების კვირეული იწყება

Discount Week-ის ფარგლებში ყველა მსურველი შეძლებს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში არსებული სასტუმროების სერვისებზე ფასდაკლებით სარგებლობას.
Sputnik

თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საქართველოში ფასდაკლებების კვირეულს (Discount Week) 8-დან 31 მარტამდე პერიოდში ჩაატარებს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия უწყების პრეს-სამსახურზე დაყრდნობით. 

ტურიზმისთვის 138 მილიონი: როგორ განვითარდება საქართველოს რეგიონები

Discount Week-ის ფარგლებში ყველა მსურველი შეძლებს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში არსებული სასტუმროების სერვისებზე ფასდაკლებით სარგებლობას.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე განთავსდება ინფორმაცია ყველა სასტუმროსა და სხვა ტურისტულ ობიექტზე, რომელიც აქციაში მონაწილეობს. ფასდაკლებით სარგებლობისათვის მსურველებმა უნდა დარეკონ სასტუმროში და წარმოადგინონ სპეციალური პრომო-კოდი, რომელიც ვებ-გვერდზე იქნება განთავსებული.

საქართველოში ბოლო დროს ტურიზმის სფერო დინამიურად ვითარდება. ოფიციალური მონაცემებით, 2019 წლის იანვარში საქართველოს 528 ათასი უცხოელი ესტუმრა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებთან შედარებით 0,1%-ით ნაკლებია. თუმცა, მიმდინარე წლის იანვარში კონკრეტულად ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 305,9 ათასით მეტი შეადგინა, რაც 5,9%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.