ვლადიმირ პუტინი: რუსეთმა წინ უნდა იაროს

რუსეთის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების მუშაობა ყველა დონეზე უნდა იყოს შეთანხმებული და შინაარსიანი.
Sputnik

თბილისი, 20 თებერვალი— Sputnik. რუსეთი ვალდებულია იაროს მხოლოდ წინ და აკრიფოს ტემპი, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ფედერალური კრებისადმი მიმართვისას. 

ვლადიმირ პუტინი: რუსეთი არ არის დაინტერესებული აშშ-თან კონფრონტაციით

რუსეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ თავისი გამოსვლის უდიდეს ნაწილს ქვეყნის შიდა სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებს მიუძღვნის.

„ჩვენ უნდა ავკრიფოთ ტემპი, არ შეიძლება ერთი ადგილი ვტკეპნოთ“, — განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

პუტინის თქმით, საამისოდ ამოცანებიცა და ინსტრუმენტებიც უკვე ფორმირებულია და მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის ამოცანები გრძელვადიანი ხასიათისაა, „სტრატეგიულ მიზნებზე მუშაობა უკვე დღესაა აუცილებელი“.  

რუსეთის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების მუშაობა ყველა დონეზე უნდა იყოს შეთანხმებული და შინაარსიანი, „ხოლო თუ ვინმე ფიქრობს, რომ თავს ვერ გაართმევს, ასეთი განწყობით ჯობს „ნაღმს“ არ მიუახლოვდეს“.

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის ამ ფრაზას დარბაზი ტაშით შეხვდა.