თბილისში ძლიერმა ქარმა მოსახლეობა დააზარალა

ვარკეთილის მოსახლეობის ნაწილს გაზმომარაგება მას შემდეგ შეუწყდა, რაც გაზის მილს შენობის სახურავი დაეცა.
Sputnik

თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. ძლიერმა ქარმა თბილისის გარეუბნების მოსახლეობას სერიოზული პრობლემები შეუქმნა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

ისანში, სავაჭრო ცენტრ Isani Mall-თან წაიქცა ხე, რომელმაც ოთხი ავტომობილი დააზიანა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

ძლიერმა ქარმა ლანჩხუთში სერიოზული პრობლემები შექმნა

ვარკეთილში კი ქარმა პოლიეთილენის ქარხანას სახურავი გადახადა, რომელიც გაზის მილებს დაეცა. დაზიანდა მოქალაქის ავტომობილიც, რომელსაც სახურავის ნაწილი დაეცა. ქარმა ჩამოწყვიტა ელექტროსადენებიც.

უსაფრთხოების მიზნით, დროებით შეწყდა მოსახლეობისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება.

ამ უქმეებზე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამინდი მკვეთრად გაუარესდა. ქვეყნის უმეტეს რაიონში ნალექი მოვიდა. ქარის სიჩქარე დროგამოშვებით წამში 28 მეტრს აღწევდა. საქართველოს ტერიტორიაზე ძლიერი ქარი და დაბალი ტემპერატურა 20 თებერვლამდე შენარჩუნდება.