ახალი ინიციატივა: ქართული ტოლერანტობა იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში

ქართველი ერის სხვადასხვა წარმოშობისა და მრწამსის ადამიანებთან მშვიდობიანი თანაცხოვრების ტრადიცია საუკუნეებს ითვლის, რისი მკაფიო დასტურია ის ფაქტი, რომ საქართველოში არ არსებობს ანტისემიტიზმის არცერთი მაგალითი.
Sputnik

თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში ვიზიტისას  UNESCO-ს გენერალურ მდივან ოდრი აზულს შეხვდა, იუწყება პრეზიდენტის პრესსამსახური

ქუთაისის ისტორიული ნაწილი შესაძლოა იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად გამოაცხადოს

შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა წამოაყენა წინადადება, შეიტანოს იუნესკომ ქართული ტოლერანტობა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში.

„ჩვენი იდენტობა ისტორიულად ტოლერანტობაში ვლინდება ... ტოლერანტობა არის ის, რაც დღეს, გარკვეულწილად, დააკლდა მსოფლიოს. ჩვენ ეს ტრადიცია ისე უნდა გავაძლიეროთ, რომ გავხდეთ მაგალითის მიმცემი“, — განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, ქართველი ერის სხვადასხვა წარმოშობისა და მრწამსის ადამიანებთან მშვიდობიანი თანაცხოვრების ტრადიცია საუკუნეებს ითვლის, რისი მკაფიო დასტურია ის ფაქტი, რომ საქართველოში არ არსებობს ანტისემიტიზმის არცერთი მაგალითი.

გარდა ამისა, სალომე ზურაბიშვილმა იუნესკოს შესთავაზა,  შეიქმნას მეორე კატეგორიის ცენტრი, რომელიც რეგიონულ დონეზე დაფარავს ყველა იმ საკითხს, რომელსაც იუნესკო კურირებს.