უკრაინაში დაკავებული მძარცველები ქართველები არ აღმოჩნდნენ

დაკავებული პირები აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქეები არიან
Sputnik

თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. უკრაინაში საქართველოს ოთხი მოქალაქის დაკავების შესახებ გვარცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოქალაქეების გაქურდვის ბრალდებით დაკავებული პირები აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქეები არიან.

უკრაინაში ოთხი ქართველი ღამით ტურისტებს ძარცვავდა

როგორც უკრაინული მედია იუწყებოდა, პოლიციამ ოთხი ქართველი დააკავა. თითქოს და ტურისტებად ჩასულ ოთხ ქართველს ტაქსის მძღოლისა და ტურისტების გაძარცვა ედებათ ბრალად.

დაკავებულთაგან სამი ძლიერი ალკოჰოლური თრობის ქვეშ იყო, ერთის განცხადებით კი, მას თან ჰქონდა ნარკოტიკები. ადგილზე დაკითხვისას მამაკაცებმა ბრალდებები უარყვეს. ისინი დაკავებულები არიან.