მაშველებმა ფოთში იანვრის ბოლოს დაკარგული მოზარდის ცხედარი იპოვეს

მოზარდი ხიდის მოაჯირზე ავიდა, რა დროსაც ფეხი დაუცდა და მდინარეში ჩავარდა
Sputnik

თბილისი, 17 თებერვალი – Sputnik. ფოთში 20–დღიანი სამძებრო-სამაშველო სამუშაოების შემდეგ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა 16 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცხედარი შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, მდინარე რიონის შესართავიდან ერთ კილომეტრში ნახეს.

მდინარე რიონში 16 წლის მოზარდი ჩავარდა

29 იანვარს ფოთში, აღმაშენებლის ხიდის მოაჯირიდან 16 წლის მოზარდი მდინარე რიონში გადავარდა.

თვითმხილველების ინფორმაცით, მოზარდი ორ მეგობართან ერთად სახლში მიდიოდა, იგი ხიდის მოაჯირზე ავიდა, რა დროსაც ფეხი დაუცდა და მდინარეში ჩავარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებს 29 იანვრის შემდეგ როგორც მდინარეში, ისე ზღვაში 24-საათიან რეჟიმში აწარმოებდა.

საძიებო სამუშაოებში ჩართული იყო 30-მდე მაშველი, მათ შორის მყვინთავები თბილისიდან და აჭარიდან; წყალქვეშა სამუშაოებს სპეციალური სამძებრო აპარატით აწარმოებდა შსს–ს სასაზღვრო პოლიციის ორი კატერი და ეკონომიკის სამინისტროს ჰიდროგრაფიის სამსახურის კვლევითი კატარღა.