ფეიქრიშვილი: ბოლო მონაცემებით, საწყობში დამწვარია 200-250 კვ. მეტრი ფართობი

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი მიშა ფეიქრიშვილი საუბრობს თევდორე მღვდლის ქუჩაზე გაჩენილი ხანძრის შესახებ.
Sputnik

„ამ დროისთვის მიმდინარეობს ცალკეული კერების დამუშავება, რათა გამოირიცხოს აალების საშიშროება. შეტყობინება 12-ის წუთებზე შემოვიდა ჩვენ სამსახურში. იქიდან გამომდინარე, რომ საწყობში, რომელიც იწვოდა, ინახებოდა სწრაფად აალებადი ნივთები, არსებობდა ცეცხლის გავრცელების დიდი საშიშროება. საწყობი, სადაც ხანძარი გაჩნდა, დაახლოებით 1 600 კვადრატული მეტრია. დამწვარია 200-დან 250-მდე კვადრატული მეტრი ფართობი. ადგილზე მობილიზებული იყო ჯამში 17 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა“, – აღნიშნა მიშა ფეიქრიშვილმა.

ფეიქრიშვილის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.