საქართველოს რაგბის ნაკრები IRB-ს მსოფლიო რეიტინგში დაწინაურდა

საქართველო რაგბის საერთაშორისო საბჭოს რეიტინგში უსწრებს ტონგას, იტალიას, სამოასა და სხვა ქვეყნებს.
Sputnik

თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. საქართველოს რაგბის ეროვნულმა ნაკრებმა გაიუმჯობესა პოზიციები და რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) რეიტინგში მე-13 ადგილიდან მე-12-ზე გადაინაცვლა.

მილტონ ჰეიგის გუნდმა გასულ კვირაში გასვლით მატჩში რუმინეთის ნაკრები დაამარცხა ერთა თასის პირველ მატჩში - 19:8. ამ გამარჯვების წყალობით ნაკრებმა 0,51 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა. ამ შედეგმა საქართველოს საშუალება მისცა დაეგროვებინა 73,93 ქულა IRB-ს რეიტინგში და მსოფლიოს უძლიერეს ნაკრებთა სიაში აშშ-ის (73,66) გუნდისთვის გაესწრო.

ტოკიოს მერი სალომე ზურაბიშვილს იაპონიაში რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე ეპატიჟება

რეიტინგში საქართველოს ნაკრები ასევე უსწრებს ტონგას, იტალიის, სამოას, ურუგვაის, რუსეთის, კანადისა და ნამიბიის გუნდებს, რომლებიც ასევე მიიღებენ მონაწილეობას 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატში იაპონიაში.

მსოფლიო პირველობაზე საქართველო ავსტრალიის (მე-6 ადგილი რეიტინგში), უელსის (4), ფიჯისა (8) და ნამიბიის (22) გუნდებთან ერთად D ჯგუფში ითამაშებს.

რაც შეეხება ევროპის ერთა თასს, შემდეგი მატჩი 17 თებერვალს თბილისში, ავჭალის სტადიონზე გაიმართება. ქართველების მეტოქე ესპანეთის გუნდია. თამაში თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.